მეგრული სამზარეულო
სენაკი - სამეგრელოს რეგიონის ერთ-ერთი ძლიერი რაიონია, რომელიც არაჩვეულებრივი მეგრული სამზარეულო და
ხალხური ფოლკლორითაა ცნობილი.
მეგრული სამზარეულოდან ყველაზე ცნობილია: ღომი სულუგუნის ყველით, საცივი, ელარჯი,
კვერები, ჭვიშტარი, მეგრული ხაჭაპური, ჩაზელილი ყველი - გებჟალია, რძეში მოხარშული
თიკანი, პიტნიანი ყველი ან ნადუღი, კერაზე ხის შამფურზე შემწვარი წიწილა და გოჭი.
მეგრული ფოლკლორი
ფართოდაა გასული ხალხში. განსაკუთრებით შელოცვები, რომლებიც მართლა შველის ადამიანებს.
მაგ:
მაგ:
მაგ:
მორიელის ნასუნზე
ან ნაკბენზე:
„მორიალე, ბოროსკუა,
ჩხორო დიდა, ჩხორო
სკუა;
არძო გოჭყვადილედას,
მორიაელე დო მუში
სკუა.
ვართი სკუა, ვართი,
ვართი გურშა მოაკათა“ – (3-ჯერ.)
შაკიკი:
„შაკიკი
შემოეჩვია,
ისე
ჭამდა რკინასა,
როგორც
ძროხა თივასა.
წმინდა
გიორგი გაუწყრა,
გაიპარა
დილასა.
ასე
გაეყარე ჩემს თავს და
შეეყარე
სხვა თავს. (3-ჯერ)
მეგრული ანდაზები
1.ართი ვაჭკომე თისი, ჟირი ქოჩესია (ვინც ერთი არ ჭამა,
ორი აჭამესო);
2.ართი რდას, ჯგირი რდას, მუთუნიშა ღირუდას (ერთი იყოს,
კარგი იყოს, რამედ ღირდეს);
3. კოჩი ოჭიშით ვადანთხუნია (კაცი ზურგით არ დაეცემაო).
4.ბორო ვარდასუნი,ჭკვერს ფასი ვეგიოძვენუნია( სულელი
რომ არ იყოს, ჭკვიანს ფასი არ ექნებოდაო).
ასევე ცნობილია მეგრული გამოცანები, მეგრული მხატვრული
თქმები, მეგრული ლექსიკა, მეგრული საახალწლო რიტუალები, მეგრული ქორწილი, რომელიც
4 ნაწილისაგან შედგება:
1.გინოძირაფა - გადანახულება
2. შანუა - ნიშნობა
3.მოყონაფა - მოყვანა
4.დიარა - ქეიფი, ქორწილი
სიძეს „სინჯას“ უწოდებენ, პატარძალს „მოჭყუდუს“.
ცნობილია მეგრული
სატრფიალო ლირიკა და საერთოდ მეგრული სიმღერები.
მეგრელები უდიდესი
მუსიკალური ნიჭით არიან დაჯილდოვებული. მეგრული სიმღერები გამოირჩევა სინაზით, ჟანრთა
სიმრავლით, მრავალფეროვნებითა და მრავალხმიანობით.
რაიონში სამი ათეული წელია არსებობს „კოლხური ტრიო“ რომლის სიმღერები
განთქმულია არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. კოლხური ტრიო საქართველოსა
და საკავშირო ფესტივალების არა ერთგზის ლაურეატია, ღირსების ორდენოსანი, საქართველო
სახალხო ანსამბლია. მისი წევრებია: დალი ფაჩულია, ბელა ქამადაძე, აწგარდაცვლილი დონარა
მიმინოშვილი, რომელიც შეცვალა მისმა ქალიშვილმა ეკა კოღუამ.
რაიონის მუსიკალურ ცხოვრებას ამშვენებს ვაჟთა ვოკალური
ანსამბლი, ქორეოგრაფიული ანსამბლები, რომლებიც კონცერტებს მართავენ ბულგარეთში, თურქეთში,
უკრაინაში.
რაიონში, კერძოდ ნოქალაქევში იმართებოდა სახალხო დღესასწაული
- ეგრისობა,
მაგრამ იგი დავიწყებას მიეცა.
ოქტომბერში რაიონში იმართება შემოდგომის დღესასწაული „ელარჯობა“, სადაც წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის შინაარსობრივად
და ესთეტიკურად ჩვენი სკოლა საუკეთესო იყო.
2008 წელს რაიონში გაიხსნა ევროსტანდარტებით აგებული
სპორტის სასახლე ვრცელი დარბაზით, სადაც ყველა დონის შეჯიბრების ჩატარებაა შესაძლებელი.
სასახლე 500 მაყურებელზეა გათვალისწინებული სათავსოებით, სველი წერტილებით, გასახდელებით,
საოფისე ოთახებით
სასპორტო გაერთიანებასთან ფუნქციონირებს ჭიდაობის, კალათბურთის,
რაგბის, კრივის, ჭადრაკის, ძიუდოს, კარატე-დოს, ლელოს სექციები. რაიონში ჩამოსულ სტუმრებს შეეძლებათ აქ გართობა–თამაში. გვერდზეა შესანიშნავი სასტუმრო.
სენაკში გასული საუკუნის 90-იან წლებამდე ტარდებოდა
მარულა, ცხენბურთი, მაგრამ....
თუმცა ფიქრობენ მის აღდგენას.